10:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 09:51:43, 829 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ქალაქებში - სარატოვსა და ენგელსში აფეთქებებია; ოთხმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რუსეთის ფედერაციის ქალაქებში, სარატოვსა და ენგელსში, დღეს დილით აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის სირენების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სარატოვის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ასევე, დროებით დაიხურა ულიანოვსკის ოლქის ულიანოვსკის, ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსეთის 6 რეგიონის, დროებით ოკუპირებული ყირიმის და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიების ტერიტორიებზე 60 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

უწყების ცნობთ, 16 უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის ოლქში ჩამოაგდეს, 5 - კურსკში, 4 - სარატოვში, 2 - ბელგოროდის ოლქში, ვორონეჟისა და ორიოლის ოლქებში კი - თითო-თითო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics