01:53 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-05 10:36:28, 717 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ღაზაში ცეცხლის „უპირობო და მუდმივი“ შეწყვეტის შესახებ ვეტო დაადო

აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ღაზაში ცეცხლის „უპირობო და მუდმივი“ შეწყვეტის შესახებ ვეტო დაადო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი ღაზაში ცეცხლის „დაუყოვნებლივი, უპირობო და მუდმივი შეწყვეტის“ გარდა, „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდა.

„ჩვენ არ დავუჭერთ მხარს არცერთ ზომას, რომელიც „ჰამასს“ არ გმობს და მას იარაღის დაყრისკენ და ღაზის სექტორის დატოვებისკენ არ მოუწოდებს“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, დოროთი შიმ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics