2025-06-01 14:38:03, 1040 ნახვა
ომი უკრაინაში
1 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქზე იერიშები მიიტანა
1 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქზე იერიშები მიიტანა, დაშავდა 7 ადამიანი
ოლქის გუბერნატორის, ივან ფიოდოროვის განცხადებით, იერიშების შედეგად სოფელ ვერხნია ტერესაში 53 წლის ქალი და 21 წლის კაცი დაშავდნენ.
თავდასხმის შედეგად ამავე სოფელში ერთი სახლი მთლიანად განადგურდა. თავდასხმის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა კი ახლომდებარე შენობები დააზიანა.
ფიოდოროვის თქმით, რუსეთმა ოლქის მიმართულებით შაჰედის ტიპის შვიდი დრონი გაუშვა. კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა პოლოგივსკის რაიონზე მიტანილი იერიშების შედეგად.
ავტორი: ექსპრესნიუსი,