22:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 11:26:48, 525 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაჯგუფება უარს იტყვის აშშ-ის წინადადებაზე

ჰამასის წარმომადგენელმა „ბიბისისთან“ განაცხადა, რომ დაჯგუფება უარს იტყვის აშშ-ის წინადადებაზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.

ჰამასის წარმომადგენლის განცხადებით, წინადადება არ აკმაყოფილებს მათ ძირითად მოთხოვნებს, მათ შორის ომის დასრულების მოთხოვნას. „ჰამასში“ განმარტავენ, რომ წინადადებას შესაბამის დროს გასცემენ ოფიციალურ პასუხს.

მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ისრაელი დათანხმდა აშშ-ის წარმომადგენლის სტივ უიტკოფის გეგმას და ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

ცნობისთვის, სტივ უიტკოფმა ახალი გეგმა ითვალისწინებს ორ ეტაპს: პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს 10 ცოცხალი მძევალი და დააბრუნოს 18 გარდაცვლილის სხეული, ხოლო მეორე ეტაპზე ისრაელი გაათავისუფლებს პალესტინელ ტყვეებს და დაიწყება 60 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics