03:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 18:10:01, 687 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - უკრაინასთან მოლაპარაკებებზე საქართველოს როგორ განვიხილავთ?

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა Reuters-ის გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინი თანახმაა ომის დასრულებისთვის, თუ მიიღებს წერილობით გარანტიას, რომ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები NATO-ში არ გაწევრიანდებიან. პესკოვი ცნობას უარყოფს და ირწმუნება, რომ საქართველოს საკითხს უკრაინასთან მოლაპარაკებების დროს ვერ განიხილავენ.

"ახლა ბევრ რაღაცას ფიქრობენ. ხშირად ამის დიდი ნაწილი აბსოლუტურად მცდარი, ან ფეიკი, ან ცხადი ტყუილია. ამ ყველაფერთან ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო, იმ გაგებით, რომ მიმდინარეობს პოზიციების, მიდგომების გაცვლა." - თქვა პესკოვმა.

"როგორ შევძლებთ საქართველოს განხილვას უკრაინასთან მოლაპარაკებებზე? ეს ორმხრივი, პირდაპირი მოლაპარაკებებია." - დაამატა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ შესათანხმებელი დოკუმენტების საჯაროდ განხილვას არ აპირებენ.

"ჩვენ [საჯაროდ] არ განვიხილავთ შესათანხმებელი დოკუმენტების შინაარსს. ვთვლით, რომ ეს დისკრეტულ რეჟიმში, არასაჯაროდ უნდა ხდებოდეს. პრესის მეშვეობით გარკვეული პოზიციების გაცვლა ძალიან არასწორი იქნებოდა." - თქვა კრემლის სპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics