10:24 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-25 17:20:04, 1130 ნახვა

მსოფლიო
ნიდერლანდები უკრაინას დაპირებული F-16-ებიდან ბოლო მოიერიშე თვითმფრინავებს უგზავნის

ნიდერლანდები უკრაინაში ბოლო, 24-ე, F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს გაგზავნის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავს 26 მაისს გაგზავნიან.

„ეს ნიშნავს, რომ 24-ვე დაპირებული მოიერიშე თვითმფრინავი მალე უკრაინაში იქნება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე თავდასხმებით აჩვენებს, რომ მას არ აქვს განზრახვა, ცეცხლის შეწყვეტის საკითხი სერიოზულად განიხილოს. ამიტომ, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის გაწევა.

„ასევე ვამზადებთ პილოტებსა და ტექნიკოსებს და ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს სამხედრო დოქტრინებს, რათა უკრაინამ შეძლოს თანამედროვე შეიარაღებული ძალების შექმნა, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებს შეესაბამება“, - აღნიშნა რუბენ ბრეკელმანსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics