13:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-18 10:25:38, 1804 ნახვა

მსოფლიო
მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი ბრუკლინის ხიდს შეეჯახა, დაიღუპა 2 და დაშავდა 19 ადამიანი

ნიუ-იორკის ბრუკლინის ხიდს მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების იალქნიანი სასწავლო გემი შეეჯახა, რის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 19 დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ქალაქის მერის, ერიკ ადამსის თქმით, შეჯახებამდე ცოტა ხნით ადრე Cuauhtémoc-ზე ელექტროენერგია გაითიშა. ოფიციალური პირების თქმით, გემზე, რომელიც ქალაქს კეთილი ნების ვიზიტით სტუმრობდა, 277 ადამიანი იმყოფებოდა.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოპერაციების უფროსმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ერთ-ერთ სვეტთან გემის შეჯახება მექანიკურმა პრობლემებმა და ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია.

მექსიკის საზღვაო ძალების ცნობით, გემი, რომლის სიგრძე 91 მეტრია, სიგანე კი 12 მეტრი, ზღვაში პირველად 1982 წელს გავიდა. ის ზღვაში ყოველ წელს, საზღვაო სამხედრო სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გადის, რათა კადეტთა წვრთნა დაასრულოს. წელს გემი მექსიკის პორტ აკაპულკოდან 6 აპრილს გავიდა. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი ისლანდია იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics