12:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 12:51:29, 799 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვა - თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზანს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა წარმოადგენს

თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზანს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, მოლაპარაკებების მიზანს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა და ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა წარმოადგენს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსული დელეგაცია სტამბოლში „სერიოზული მუშაობისთვის“ ჩავიდა.

„როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, რუსული მხარე სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არის“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics