12:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 10:34:30, 921 ნახვა

მსოფლიო
მარგუს ცაჰკნა - პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად არ ჩამოვიდა, ეს ყველა ჩვენგანისთვის სახეში დარტყმას ჰგავს

ის ფაქტი, რომ პუტინი არ ჩამოვიდა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად, აჩვენებს, რომ პუტინი სერიოზულად არ აღიქვამს ამ შესაძლებლობას მშვიდობის მოსაძებნად და ხელახალი მოლაპარაკებების დასაწყებად,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ თურქეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პუტინის ეს ნაბიჯი უკრაინისა და ნატო-ს წევრებისთვის სახეში გარტყმას ჰგავს და კარგად აჩვენებს, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს.

„ვფიქრობ, ეს უკრაინისთვის, ყველა ჩვენგანისთვის, სახეში დარტყმას ჰგავს. პუტინი ამ შესაძლებლობას ძალიან სერიოზულად არ აღიქვამს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ესტონეთის მთავრობამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნატოს სასაზღვრო სახელმწიფო ვართ, რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტეთ, რომ სამხედრო ძალებით მონაწილეობას მივიღებთ ნებაყოფლობით კოალიციაში, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იქნება“, - განაცხადა ცაჰკნამ.

ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ალიანსის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაა და ესტონეთი მზად არის ამ ნაბიჯის გადასადგმელად.

„დღეს ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან თემას განვიხილავთ და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნატომ აუცილებლად უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები. ამიტომ, ესტონეთმა უკვე გადაწყვიტა, რომ მომავალი წლიდან ჩვენი რეალური თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5.4%-მდე გაზარდოს“, - განაცხადა ცაჰკნამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics