19:47 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 14:45:33, 681 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - მივესალმები ტრამპის მტკიცე მოწოდებას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

წუხელ რამდენჯერმე ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მივესალმები მის მტკიცე მოწოდებას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, ევროპა, შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით, მტკიცედ უპასუხებს.

„ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად ყოველგვარი შეფერხების, ცრუ პრეტენზიებისა და გაჭიანურების ტაქტიკის გარეშე. უკრაინამ უკვე გამოთქვა თანხმობა ცეცხლის ასეთი შეწყვეტის მიმართ თითქმის ორი თვის წინ. ახლა ველოდები, რომ რუსეთიც იგივეს გააკეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვუპასუხოთ ყველა ევროპელთან ერთად და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით“, - აცხადებს მაკრონი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება და აშშ მხარეებისგან, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics