11:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-30 12:57:14, 678 ნახვა

მსოფლიო
მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფლებისთვის“ 12 მილიონი დოლარის აღდგენა დაავალა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას “რადიო თავისუფალი ევროპისთვის” კონგრესის მიერ გამოყოფილი 12 მილიონი აშშ დოლარის აღდგენა დაავალა.

მოსამართლე როის ლამბერტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ შეუძლია ცალმხრივად გააუქმოს კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსება.

მედიასაშუალების ადვოკატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეწყვიტა თითქმის ყველა კონტრაქტი ფრილანსერ ჟურნალისტებთან, არ გადაიხადა იჯარის ხელშეკრულებები და 122 თანამშრომელი აუნაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. ადვოკატების განმარტებით, თუ დაფინანსება არ აღდგება, 1-ელ მაისს კიდევ უფრო მეტ თანამშრომელს გაუშვებენ აუნაზღაურებად შვებულებაში და კიდევ უფრო მეტი კონტრაქტი გაუქმდება.

“მაისის ბოლოსთვის “რადიო თავისუფლება” იძულებული იქნება გააუქმოს კონტრაქტები, რომლებიც მხარს უჭერს მის ძირითად საინფორმაციო გამოშვებებსა და რეპორტაჟებს. 2025 წლის ივნისში “რადიო თავისუფლება” თითქმის მთლიანად შეწყვეტს თავის საქმიანობას”, - აცხადებენ მოსარჩელე მხარის ადვოკატები.

მთავრობის ადვოკატების მტკიცებით კი მოსამართლეს არ აქვს იურისდიქცია იმაზე, რაც კონტრაქტთან დაკავშირებულ დავას წარმოადგენს და ის ფედერალური სარჩელების სასამართლოს განსახილველად უნდა იქცეს.

რადიო „თავისუფალი ევროპა“/“რადიო თავისუფლებამ“ მაუწყებლობა ცივი ომის დროს დაიწყო. მისი გადაცემები აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 23 ქვეყანაში 27 ენაზე გადაიცემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics