15:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 13:23:06, 743 ნახვა

რეგიონი
ქობულეთის ტორფნარზე ახალი ტურისტული ბილიკი ამოქმედდა

ვიზიტორებს ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ახალი ტურისტული ბილიკით სარგებლობა შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამნენტის ცნობით,  გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, რომლის სიგრძეც 700 მეტრს აღწევს, უკვე დასრულებულია.

"ამ ეტაპზე დაცულ ტერიტორიაზე გადმოსახედი კოშკურის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება. ტერიტორიაზე ასევე იგეგმება სპეციალური ნიშნულების, მცირე მოსასვენებელი სივრცეებისა და ავტოპარკინგის მოწყობაც. ახალი საფეხმავლო ბილიკით სარგებლობა ვიზიტორებს უკვე შეუძლიათ. შემდეგი წლის შემოდგომაზე, ვიზიტორებს ბილიკთან ერთად  შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმაც მოემსახურება.

ქობულეთში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით  მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს.  წელს, ის კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. ტურისტული ინფრასტრუქტურული განვითარება ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას",- ნატქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics