18:32 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-10 14:25:20, 511 ნახვა

სპორტი
ქართველი მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში გავიდა

პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (-97 კგ) 1/4 ფინალში გავიდა. მან სამხრეთ აფრიკელი ნიკოლას დე ლანგე 12:2 დაამარცხა.

კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე გოდერძი ძებისაშვილი (-65 კგ) სომეხ სპორტსმენ ვაზგენ თევანიანთან 0:11 დამარცხდა. ძებისაშვილს ჯერ კიდევ აქვს ბრინჯაოს მედლის შანსი, თუ სომეხი ფალავანი ფინალში გავა.

დღეს, 10 აგვისტოს საღამოს გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) ოლიმპიური ოქროსთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე ირანელი ამირ ჰოსეინ ზარეჰია.

ძალოსან ლაშა ტალახაძეს დღეს მესამე ოლიმპიური ოქროს მოპოვება შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ის არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (2016 და 2021), მსოფლიოს შვიდგზის და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics