17:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 18:28:45, 395 ნახვა

საზოგადოება
ზოგადი განათლების სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მქონე პირთა წრე ფართოვდება

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, დღეს განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენით განიხილა. როგორც მომხსენებელმა, თამარ კორძაიამ განმარტა, სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსება გავრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, პირადობის ნეიტრალური დოკუმენტის, ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და მოქალაქეობის არმქონე პირზე.
„პირველი მოსმენით კანონპროექტის განხილვისას მოსაზრებები მოგვაწოდეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა. მათ დააზუსტეს, რომ აუცილებელი იყო, კანონპროექტში ჩაგვეწერა ასევე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე პირებიც. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ და არ აქვთ მიღებული არანაირი სტატუსი. ჩამონათვალს დავამატეთ ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. რომელიმე სეგმენტი რომ არ გამოგვრჩენოდა, გავიზიარეთ მათი მოსაზრებები და, შესაბამისად, ავსახეთ წარმოდგენილ კანონპროექტში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ. კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი და საჭირო კანონპროექტი. მისივე ვარაუდით, ასეთივე კანონი ევროპის ქვეყნებში გავრცელდება ქართველ მოსწავლეებზე.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. „უნდა ვიგულისხმოთ, რომ, ალბათ, ევროპის ქვეყნებშიც გავრცელდება ქართველებზე ანალოგიური პროექტი“, - განაცხადა ივანე კიღურაძემ.
დღესვე კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა "უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს განსაკუთრებული დამსახურების მქონე პროფესორ-მასწავლებლებისთვის ფულადი ანაზღაურების დანიშვნის უფლება მიეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics