12:18 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 22:15:00, 549 ნახვა

ხატია დეკანოიძე - გილოცავთ ყველას ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას

„გილოცავთ ყველას ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ენმ-ს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მას მთელი დღის მანძილზე კრიმინალური პოლიცია დაჰყვებოდა უკან და ასევე აღნიშნა, რომ არცერთი დარღვევა არ დარჩება გამოუძიებელი.

„ეს არის ახალი განვითარების ერა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის 81-ე უბანი და მთელი დღის განმავლობაში აქ არის სერიოზული დარღვევები, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მივმართე თამარ ჟვანიას რომ ეს უბანი გადაეტანათ , პატარაა და ამიტომ აქედან გამოაძევეს ჩვენი დამკვირვებლები.

სადაც დავდიოდი, მე მთელი დღის მანძილზე დამყვებოდა უკან კრიმინალური პოლიცია და „ქართული ოცნების“ ზონდერები.

ეხლა, ამ წუთას აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანი რომელიც არის „ოცნების“ დამკვირვებელია, რამდენიმე დღის წინ იძალადა ჩემი შტაბის წევრზე, თავის დროზე პოლიციამ, გვითხრა, რომ ჩვენ დავაკავებთ დამნაშავესო, თუმცა ეს ადამიანი დღესაც გარეთაა და ხმებს ითვლის,

გილოცავთ, ყველას ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიცავთ ხმებს ყველა უბანზე . ნებისმიერი დარღვევა არ შერჩება, არც ჟვანიას და არც საოლქო საარჩევნო კომისიას.

მთელი დღე ხდებოდა ჩვენი დამკვირვებლების გამოძევება, იყო დარღვევები გადასატან ყუთზე, ეს იყო 73-ე, 76-ე  უბანი. გარდა ამისა იყო კალაძის ყველა ზონდერი მობილიზებული საარჩევნო უბნებზე.

თუმცა, არაფერმა არ უშველა და ივანიშვილი მაინც დამარცხდა.

81-ე უბანი ეხლაც არ არის დახურული და ერთ-ერთი ზონდერი ზის იქ და ითვლის ხმებს.

არცერთი წამით არ დაგვიხევია უკან და ვიბრძოლეთ ბოლომდე. ჩვენ დავიცავთ და ბოლომდე გამოვიტანთ ხმებს უბნებიდან“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics