15:45 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 16:02:35, 751 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: დღეს მედია უპრეცედენტოდ თავისუფალია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მედიაზე ზეწოლას გამორიცხავს.

როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან და ტელეკომპანია „იმედზე“ რამდენიმე გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით განაცხადა, ყველა არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკა თავისუფალია და ხელისუფლება მასში არ ერევა.

„დღეს მედია არის უპრეცენდენტოდ თავისუფალი. დღეს ჩვენ მოვიტანეთ ის, რაც წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ეს არის ის, რომ ჟურნალისტს, მოქალაქეს არ ეშინია ხელისუფლის,“ - განმარტა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მინისტრის თქმით, მისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ტელეკომპანია აგრძელებს მაუწყებლობას და თავის შეფასებებში თავისუფალია.

„უმნიშვნელოვანესია, რომ „რუსთავი 2“ აგრძელებს მაუწყებლობას, რომ ის თავისუფალია თავის შეფასებებში და ეს ასეც გაგრძელდება.  რაც შეეხება სამართლებრივ დავას ყოფილ და ამჟამინდელ მესაკუთრეებს შორის, ეს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების თემა და მათ შორის არც ჩემი საქმე. იმედი მაქვს, სასამართლო, რომელიც სხვებთან ერთად მე გავათავისუფლე სამი წლის წინ, მიიღებს პირუთვნელ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩვენი თემა. ეს მესამე ხელისუფლების მოსამართლის თემაა", - განაცხადა წულუკიანმა. 

გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა ინგა გრიგოლიას წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ის ჟურნალისტურ კარიერას არ დაასრულებს.

"რაც შეეხება ქალბატონი ინგას გადაცემის შეჩერებას თუ დახურვას, მე არ ვარ ჩახედული ამ თემაში, მაგრამ აქაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ, როგორც ჟურნალისტი, არ დაეკარგოს მედიას და მან შეძლოს გაგრძელება იმავე თუ სხვა არხზე, როგორც თავად გადაწყვეტს, რომ მიაწოდოს დამოუკიდებელი და თავისუფლად მოპოვებული ინფორმაცია ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics