11:32 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-26 11:00:35, 5881 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან ერთის ისტორია ამერიკას, ხოლო მეორის საფრანგეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი შემთხვევიდან ერთის ისტორია ამერიკას, ხოლო მეორის - საფრანგეთთანაა დაკავშირებული.

მისი თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტია მოთავსებული.

„ამ დროისთვის გვაქვს კორონავირუსის 77 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 34 ჩვენთანაა მოთავსებული. 10 იცით, რომ გაწერილია და დანარჩენი 33 განთავსებული არის ხუთ მიმღებ სხვა კლინიკებში. ამ ხუთ მიმღებ კლინიკას კიდევ დაემატა მეექვსე, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და ერთ-ერთი ახალი პაციენტი არის ზუგდიდის საავადმყოფოში, ერთი პაციენტი არის ბათუმში, ერთი გორში და ორი ჩვენთან. ჩვენი 2 ახალი პაციენტიდან ერთის ისტორია ამერიკასთან, ხოლო მეორის - საფრანგეთთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics