2020-03-18 18:39:35, 7566 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის გამო, ევროკავშირის საზღვრები არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 30 დღით დაიკეტება
კორონავირუსის გამო, ევროკავშირის საზღვრები არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 30 დღით დაიკეტება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა. ევროპელი ლიდერები ევროკავშირის გარე საზღვრების დაკეტვაზე შეთანხმდნენ.
როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, საზღვრების ჩაკეტვა შეზღუდავს ვირუსის გლობალურად გავრცელებას.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან