2019-10-11 16:56:06, 9760 ნახვა
სხვადასხვა
Microsoft-მა სვანეთის ფოტო Windows-ის ოფიციალურ ვერსიაში დაამატა
Microsoft-მა სვანეთის ფოტო Windows-ის ოფიციალურ ვერსიაში დაამატა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
"სვანეთის შესახებ ფოტოს რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას Microsoft Windows-ის მილიონობით მომხმარებელი იხილავს. ფოტო შემდეგი წარწერით იქნება: "დალაშქრე შავი ზღვისპირეთიდან კასპიის ზღვამდე მდებარე მთები, იმოგზაურეთ დედამიწის ამ წერტილში და საქართველო შეიძლება თქვენს გულში აღმოჩნდეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან