2019-10-02 22:40:41, 11246 ნახვა
სხვადასხვა
დინამო-საბურთალოს მატჩის დაწყების წინ სტადიონზე ყანჩელის ყვითელი ფოთლები ჩართეს -ვიდეო
დინამო-საბურთალოს საფეხბურთო მატჩის დაწყების წინ ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სტადიონზე ყანჩელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ყვითელი ფოთლები ჩართეს.
დიდ ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
დიდუბის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება თავად კომპოზიტორის სურვილი და ანდერძი იყო.
მსოფლიოში ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,