02:13 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 20:07:06, 630 ნახვა

სამხედრო
პირველად ისტორიაში საზღვარგარეთ ქართული ჯავშანტექნიკა გაიყიდა

დღეს, პირველად, საქართველოს ისტორიაში, საზღვარგარეთ ქართული ჯავშანტექნიკა, „დელტის“ მიერ წარმოებული 10 „დიდგორი“ და 2 „მედევაკი“ გაიყიდა. 

ამის შესახებ სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. 

„ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა და თავისი წვლილი შეიტანა მის წარმატებაში!
დღეს პირველად საქართველოს ისტორიაში 10 დიდგორი და 2 მედევაკი საზღვარგარეთ გაიყიდა.
ეგ ერთი და სხვა მრავალი“, – წერს ციკოლია.

შეგახსენებთ,  სამრეწველო დიზაინერი ქართული ჯავშანტექნიკის შექმნის პროცესში იყო ჩართული.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. 

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, ამ პროექტის განხორციელება, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო. 
„პირველად საქართველოს ისტორიაში სამხედრო მანქანა, რომელიც 2009 წელს ნულიდან შევქმენით, მსოფლიო ბაზარზე დაიწყო გაყიდვა. 2008 წლის შენდეგ ყველამ უარი თქვა ჩვენთვის იარაღის მოწოდებაზე, და მაშინ, მიზნად დავისახეთ თითქმის შეუსრულებელი ამოცანა, პირველად დამოუკიდებლობის დროს თვითონ გვეწარმოებინა ის. როდესმე მოვყვები თუ რა ეშმაკობებს მივმართავდით დაბრკოლებების გადასალახავად. მაგრამ, მთავარი მაინც იყო ენთუზიაზმი და არაკორუმპირებულობა. მოკლე ხანში საქართველომ დაიწყო БТР-ის, БМП-ს და შკვალური ცეცხლის არტილერიული დანადგარების, სხვა რთული იარაღის გამოშვება. სამწუხაროდ ამ პროექტის მთავარი ორგანიზატორი ბაჩო ახალაია დღეს ციხეშია, ხოლო მთავარი შემსრულებელი, რევაზ ჭარბაძე - ქვეყნიდან გააქციეს. 2012 წლის შემდეგ წარმოების ტემპი მკვეთრად დავარდა და მაინც დღევანდელი ამბავი კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ როგორი მართლები ვიყავით მაშინ. მიმაჩნია, რომ ამ სფეროში უკრაინის სამხედრო პოტენციალი 80% გამოუყენებელია წინა წლების გაფლანგვების და კორუფციის გამო, თუმცა მიხარია, რომ ახლა, ბოლოს და ბოლოს, დავიწყეთ სწორი მიმართლებით ნაბიჯების გადადგმა“, – აცხადებს სააკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics