|
2019-03-26 23:50:00, 3587 ნახვა
სხვადასხვა
ჯგუფ ნიუტონის სოლისტი თამარ ბაბილუა (ბაბი) გარდაიცვალა
ჯგუფ ნიუტონის წევრი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მძიმე დაავადებას, სიმსივნეს ებრძოდა, გარდაიცვალა. ბაბი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბენდის "ნიუტონის" წევრი იყო. 2015 წელს მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ჯგუფში სიმღერა არ შეუწვეტია. მეტიც, პირველი ოპერაციის შემდეგ მან საქართველოს რეკორდი დაამყარა– 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე. „ყოველთვის ვიცოდი რომ შეუძლებელი არაფერია,თუ სიკეთეს და მონდომებას სულისკვეთებაც ახლავს.ძალიან ნაადრევად დაიწყო ჩემს ცხოვრებაში რთული ეტაპები და რომ არა ეს ადამიანები, ვერაფერს ვერ ვიზამდი. მადლობის თქმა არასოდეს დამეზარება, ამ ადამიანებმა შემაძლებინეს და არამარტო გადამატანინეს ეს საკმაოდ მძიმე პერიოდი, დამეხმარნენ, მეპოვა ახალი ოჯახის წევრები, მეგობრები. გამიმართლა ჩემს საქმეში, რომელიც უზომოდ მიყვარს და ჩემი ცხოვრების სტიმულია“.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)