2015-01-20 11:48:57, 922 ნახვა
მსოფლიო
"ისლამური სახელმწიფო“ ორ იაპონელ მძევალში 200 მილიონ დოლარს ითხოვს
„ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების წევრები, მზად არიან იაპონიის ორი მოქალაქე სიკვდილით დასაჯონ, იმ შემთხვევაში, თუ 3 დღის განმავლობაში, გამოსასყიდის სახით 200 მილიონ დოლარს არ მიიღებენ.
უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნა ექსტრემისტებმა დღეს გამოქვეყნებული ვიდეო რგოლის საშუალებით გაავრცელეს.
ჩანაწერის მიხედვით, მათ ორი იაპონელი კენდძი გოტო დზიოვო და ხარუნა იუკავა ყავთ მძევლად.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური ტოკიო კომენტარს ჯერ არ აკეთებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან