14:13 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 19:48:28, 1578 ნახვა

სხვადასხვა
Bloomberg-ი სრიალის მოყვარულებს, საქართველოში, კერძოდ კი, გუდაურში ჩასვლას ურჩევს

სრიალის მოყვარულებისთვის Bloomberg-მა 5 ადგილი შეარჩია და იქ სტუმრობა ურჩია. სიის სათავეში საქართველო, კერძოდ კი გუდაური მოხვდა.

შესაბამისი სია გამოცემამ საკუთარ ვებგვერდზე განათავსა.

"მოგზაურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეპყრობილები არიან თბილისის ხედებით, მისი უნიკალური კულინარიული ტრადიციებითა და საბჭოთა ეპოქის არქიტექტურით.

„წადით თბილისში და ისრიალეთ გუდაურში”-ნათქვამია სტატიაში. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უნიკალურ კულინარიულ ტრადიციებსა და საბჭოთა ეპოქის არქიტექტურაზე. თბილისში ვიზიტის დროს აუცილებლად უნდა წახვიდეთ Fabrika-ში, რომელიც წარსულში საკერავი ფაბრიკა იყო, ახლა კი, იქ ბარები და ხელოვანთა სტუდიებია განთავსებული. ასევე უნდა ესტუმროთ კლუბ Bassiani-ს და დიდ გალერის, სადაც მსოფლიო დონის დიჯეები უკრავენ. თბილისი კომპაქტური ქალაქია, რომლის დასათვალიერებლად რამდენიმე დღე გეყოფათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარტივად  შეგიძლიათ წახვიდეთ გუდაურში, სადაც 2 სააათში მოხვდებით. გუდაური ევროპის საოცარ ახალ სამთო-სათხილამურო კურორტებს შორის ერთ-ერთია. გუდარი საქართველოს ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტია, რომელიც გთავაზობთ თოვლზე სრიალის სხვადასხვა ვერსიას"- წერს სტატიის ავტორი. 

ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ ვიზიტორებს შეუძლიათ "ყაზბეგის რუმსში" დაბინავდნენ, რომელიც როგორც ავტორი წერს სერვისით გამოირჩევა.

თბილისის გარდა Bloomberg-ი სრიალის მოყვარულებს თურქეთის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და სლოვენიის ზამთრის კურორტებში მოგზაურობას ურჩევს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics