19:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 14:36:33, 637 ნახვა

სხვადასხვა
„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ ტრენინგებს იწყებს

ააიპ "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი" 3 ივნისს 11:00 საათზე იწყებს ტრენინგების ციკლს პოლიტიკური პარტიებისთვის-"ძლიერი პოლიტიკური პარტიები დედაქალაქის განვითარებისათვის".

ტრენინგები ხელს შეუწყობს წინასაარჩევნოდ პარტიების მომზადებას საარჩევნო პროცედურებისთვის.

პროექტის ფარგლებში, თბილისის ხუთ საარჩევნო ოლქში (ისანი, სამგორი, დიდუბე, ნაძალადევი, გლდანი) პოლიტიკური პარტიების ადამიანური რესურსების განვითარების, პარტიების წარმომადგენელთა და პოტენციურ კომისიის წევრთა საარჩევნო კვალიფიკაციის ამაღლების, უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების, თანამშრომლურ და მრავალპარტიულ გარემოში ერთობლივი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდება ტრენინგები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები, საარჩევნო სისტემები, არჩევნებში ჩართული მხარეები, მათი უფლებამოსილება და საარჩევნო ეთიკა, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი და ანგარიშვალდებულება, კონფლიქტების მართვა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო სტანდარტები, წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები, საარჩევნო გარემოს ინკლუზიურობა, გენდერული თანასწორობა და სხვა აქტუალური საკითხები.

ტრენინგები, სწავლების საერთაშორისოდ აპრობირებული თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდოლოგიის გამოყენებით, წარიმართება მაღალი კვალიფიკაციის მქონე, ტრენერ-ექსპერტების მიერ, რომელთაც აქვთ საარჩევნო საკითხებზე ტრენინგების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება.

პროექტის შედეგად მოხდება პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, რაც მნიშვნელოვანია 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის კონკურენტუნარიანი და თანაბარი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად.

მის: ქ. თბილისი გოგოლაურის ქ #16 GSG სასტუმრო http://gsghotel.com/about-us/contacts/

საკონტაქტო პირი: მერი კაპანაძე 599651017 მაგდა კოტრიკაძე 599 070907

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics