|
2017-02-21 18:36:22, 1282 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ წიგნი გამოიცა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ წიგნი გამოიცა. წიგნის გამოცემა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. პროექტი სახელმწიდებით "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების 145 დეპუტატის ბიოგრაფიათა კრებული" საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ განახორციელა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობისა და ევროპული სახელმწიფოს შენებისკენ მიმავალ გზაზე სწორედ,პირველი რესპუბლიკის გამოცდილებას ეყრდნობა. "ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას ურთულესი ვითარება, ორი რეგიონი არის ოკუპირებული მეზობელი სახელმწიფოს მიერ, რომელიც ყველანაირად ცდილობს ამ ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციას. ამ სახელმწიფოს იდეოლოგიური აქტორები ცდილობენ დაარწმუნონ ყველა, თითქოს საქართველოს ოკუპაცია ბუნებრივი პროცესია. მინდა ნათლად ვთქვა, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ აღიარებს ამ უსამართლობას,"- ეს განცხადება პრეზიდენტმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების შესახებ მომზადებული წიგნის პრეზენტაციაზე გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იდეის ავტორებს და წიგნის შემქმნელებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)