07:33 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 19:01:23, 829 ნახვა

სხვადასხვა
რა დადებითი თვისებები აქვს ყურძენს - კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევა

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დღეში ორჯერ თითო მტევანი ყურძნის მიღებას ალცჰეიმერის დაავადების მძიმე შედეგების თავიდან არიდება და მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლია, - ამის შესახებ ჟურნალი Experimental Gerontology იუწყება და კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ყურძენი ტვინის იმ ზონების გააქტიურებას ახდენს, რომლებიც ალცჰეიმერის დაავადებასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამ ზონებში მეტაბოლური პროცესების დაქვეითება ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ სტადიაზე ხდება.

ჩატარებული კვლევის თანახმად, 6 თვის განმავლობაში ყურძნის მიღებამ მეხსიერების დაქვეითების ადრეული სტადიის მქონე პაციენტების ყურადღების კონცენტრაცია და მეხსიერება გააუმჯობესა.

ამასთან, ყურძნის დადებითი ეფექტი, როგორც კოგნიტური შესაძლებლობების შესწავლის, ისე ტვინის პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის შედეგად დადასტურდა.

კვლევის ავტორის დოქტორ დენიელ სილვერმანის განცხადებით, საცდელი კვლევა მიუთითებს ყურძნის სასარგებლო თვისებებზე ნევროლოგიური და გულსისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნების მიმართულებით, თუმცა მანვე დასძინა, რომ აღნიშნული ეფექტის დასადასტურებლად უფრო ფართო კვლევებია საჭირო.

ცნობისთვის, ალცჰეიმერი არის განუკურნებელი დაავადება, რომელიც მეხსიერების დაკარგვას იწვევს. იგი პირველად 1906 წელს გერმანელმა ფსიქიატრმა და ნევროპათოლოგმა ალოის ალცჰეიმერმა აღწერა, რის გამოც აღნიშნულ დაავადებას მისი სახელი დაერქვა. იგი ძირითადად ადამიანებს 65 წლის ასაკის ზემოთ ემართებათ, თუმცა ნაკლებად, მაგრამ მაინც გაცილებით უფრო ადრეულ ასაკშიც იჩენს თავს. 2006 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ალცჰეიმერიით 26 მილიონზე მეტი ადამიანი იყო დაავადებული. როგორც ვარაუდობენ, 2050 წლისათვის დედამიწაზე ყოველი 85 ადამიანიდან ერთი ამ სენით იქნება დაავადებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics