01:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 17:28:20, 696 ნახვა

სხვადასხვა
ქართველმა მოკრივემ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

გლდანში მდებარე “დკდ“-ს დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მოადგილე შალვა გოგოლაძე ახალგაზრდა  მოკრივეთა ნაკრებს შეხვდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს.

საქართველოს 19-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.

ზემძიმე წონით კატეგორიაში, ქართველმა გიორგი ჭიღლაძემ ფინალში იასპარეზა, სადაც ავსტრალიელ ჯასტინ ჰანისთან წააგო. ოქროს მედლისთვის გადაწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გიორგიმ ნახევარფინალში გერმანელ მოწინააღმდეგეს დამაჯერებლად აჯობა, ყველაზე რთული გამარჯვება კი ქართველმა მეოთხედფინალში იზეიმა, როდესაც ყაზახი მეტოქე მინიმალური უპირატესობით 3-2 დაამარცხა.

სანქტ პეტერბურგში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მთლიანობაში 6 ქართველო მოკრივე გამოდიოდა, თუმცა ჭიღლაძის გარდა მედლებისთვის ბრძოლა სხვებმა ვერ მოახერხეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics