02:53 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 00:30:39, 1037 ნახვა

სხვადასხვა
პირველი მედალი ლაშა თავდათუაშვილისგან - ძიუდოისტმა რუსი მეტოქე დაამარცხა

ქართველის ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორი გახდა.

შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ებრაელ საგი მუკის შეხვდა და იპონით დაამარცხა.

ამ გამარჯვების წყალობით შავდათუაშვილი გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოუტანა.

შეგახსენბთ, რომ შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. თავდაპირველად მან ჯერ კუბელ მაგდიელ ესტრადას სძლია, შემდეგ შრილანკელ ჩამარა რეპიიალაჯს მოუგო. მეოთხედფინალში კი იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ შოჰეი ონოსთან დამარცხდა.

ამის შემდეგ ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც რუსი დენის იარცევი დაამარცხა.

9 აგვისტოს ოლიმპიურ თამაშებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) ჩაებმება.

"ექსპრესნიუსის" სპორტული გამოცემა http://sports.accept.ge/





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics