2016-07-20 14:03:00, 744 ნახვა
სხვადასხვა
„სამეფო კარის თამაშების“ პროდიუსერების ინფორმაციით, სერიალი მე-8 სეზონით დასრულდება
სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონი 2017 წლის ზაფხულში გამოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hollywood Reporter ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, მაყურებელი 7 სერიას ნახავს, ხოლო ფილმის გადაღებები ზაფხულის მიწურულს დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, მე-7 სეზონს ისლანდიაში, ესპანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გადაიღებენ.
ცნობისთვის, ჩვეულებრივ, სერიალის ახალი სეზონები აპრილში გამოდის.
"ვინაიდან მე-6 სეზონის დასასრულს ფილმში ზამთარი მოდის, მზიანი ამინდები გადაღებებს არ შეეფერება", - განაცხადეს ფილმის პროდიუსერებმა.
მათივე თქმით, სერიალი მე-8 სეზონით დასრულდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან