14:15 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-16 13:56:21, 629 ნახვა

ეკონომიკა
5.5 მილიონი ტურისტული ვიზიტი- 2025 წელს საქართველომ ტურისტების რეკორდულ და ისტორიულ რაოდენობას უმასპინძლა

 საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866  ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია. 

გასულ წელს საქართველოში  7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც   2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.  

2025 წელს  ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და  499,890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით +14%-ით გაზრდილია. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა  გაერთიანებული სამეფოდან (+39.1%; +12,646 ვიზიტი); საბერძნეთიდან (+28.2%; +7,765 ვიზიტი); საფრანგეთიდან (+17.4%; +4,917 ვიზიტი); იტალიიდან (+39.4%;  +7,840 ვიზიტი); ესპანეთიდან (+48.6%; +7,167 ვიზიტი).

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის  გარდა ზრდა ფიქსირდება სხვა მიზნობრივი ტურისტულები ბაზრებიდან.  2025 წელს   სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან  145,513 ვიზიტი განხორციელდა (ზრდა +3.4%; +4,774 ვიზიტი), მათ შორის ვიზიტების მაღალი ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან, (+9.1%; +8,042 ვიზიტი).

2025 წელს ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (+91,444 ვიზიტი; +29.4%); აზერბაიჯანი (+72,793 ვიზიტი; +33.2%;); ჩინეთი (+39,312 ვიზიტი; +44.4%)

2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მე-4 კვარტალი. გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების  რეკორდული ზრდა დაფიქირდა და ისტორიული მაქსიმუმი  1,214,772   ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%-ია.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში 1,693,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით +7.6%-ია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics