|
2025-08-15 19:36:00, 2327 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
ბაზისბანკის მიერ განათლების პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ გუნდური კონკურსი იმართება. კონკურსის მიზანია, ახალ თაობაში ფინანსური განათლების გავრცელების წახალისება, ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გასავრცელებელი იდეების ინიცირება და საგანმანათლებლო მასალების შექმნა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 15-25 წლამდე, 2-7 წევრისგან დაკომპლექტებულ გუნდებს. ნამუშევრების მიღება 12 აგვისტოდან - 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსის ფინალური ეტაპი კი 17 ოქტომბერს გაიმართება, რომელზეც ჟიური 3 გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს. კონკურსში მონაწილე თითოეულმა გუნდმა უნდა აღწეროს და წარმოადგინოს მისი თაობის შერჩეულ სეგმენტზე ფინანსური განათლების საკითხების ეფექტურად სწავლების იდეები და აქტივობები, ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გასავრცელებლად. „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ მოცემულ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)