22:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 11:06:56, 614 ნახვა

ეკონომიკა
სელფი მობაილი Windfor’s სახელოსნოებში სწავლის 60%-ს დაგიფინანსებთ

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ მომხმარებელს ემსახურება, საქართველოს წამყვანი სარეკლამო სააგენტოს, Windfor’s -ის მიერ დაფუძნებულ Windfor’s სახელოსნოების გენერალური პარტნიორი გახდა. ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც წარმატებით გაივლის სახელოსნოების კურსზე რეგისტრაციას, სელფი მობაილი სწავლის საფასურის 60% -ს დაუფარავს.

Windfor’s სახელოსნოები არის უნიკალური შესაძლებლობა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის დაეუფლონ კრეატიული ინდუსტრიის ძირითად მიმართულებებს და გაიარონ კრეატიული მუშაობის სრული ციკლი. სტუდენტები შეისწავლიან: სტრატეგიას, კრეატივს, გრაფიკულ დიზაინს, stop motion ანიმაციის, ვიზუალური კომუნიკაციის, ფოტოგრაფიისა და ქოფირაითინგის საფუძვლებს. სახელოსნოს სტუდენტები შექმნიან ბრენდის უნიკალურ ატრიბუტებს და იმუშავებენ რეალურ ბრიფებზე. კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

განათლების ხელშეწყობა სელფი მობაილის კორპორაციული მდგრადობის მთავარი მიმართულებაა. გამოცდილი სააგენტოს კრეატიულ გუნდთან მუშაობით, მსმენელები მნიშვნელოვნად გაიმყარებენ პროფესიულ ცოდნას, რაც ხელს შეუწყობს ბაზარზე მაღალი დონის ინტელექტუალური რესურსის არსებობას.

იხილეთ Windfor’s სახელოსნოების სილაბუსი.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

Windfor's Tbilisi -ის შესახებ:                     

2004 წელს დაარსებული Windfor’s Communication არის ერთ-ერთი ლიდერი სარეკლამო კრეატიული სააგენტო ქართულ სარეკლამო ბაზარზე.  Windfor’s არის სრული სერვისის კრეატიული სააგენტო, რომელიც სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს კომუნიკაციის სფეროში. 2022 წლიდან სახელოსნოების საგანმანათლებლო პლატფორმით სააგენტომ პირველი ნაბიჯები გადადგა საგანმანათლებლო მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics