11:04 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 12:40:19, 447 ნახვა

ეკონომიკა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 7.6 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისა და სარეკლამო მომსახურებისთვის 7.6 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია სარეკლამო აქტივობები, რომლებიც აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას გულისხმობს საერთაშორისო და სამიზნე ქვეყნებში.

„ჩვენი მიზანი არის რეგიონში სერვისის ხარისხის ამაღლება და ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება. ამ პროექტის ფარგლებში, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო დონეზე რეგიონალური შესაძლებლობების წარმოჩენაზე და შიდა ტურიზმის სტიმულირებაზე,“ – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალი ღონისძიების ორგანიზება, მათ შორის, რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო მასალების, ფოტომომსახურების და სარეკლამო ვიდეო რგოლების შექმნა. ასევე, შეიმუშავდება სპეციალური სახელმძღვანელოები და გაიდები, რომლებიც სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაეხმარება ტურიზმის სფეროში მომუშავე პირებს.

პროექტის ბიუჯეტი განაწილებულია შემდეგნაირად:

•    სარეკლამო აქტივობები – 3 500 000 ლარი

•   ტურიზმის სტიმულირება და პრეზენტაციები – 1 770 000 ლარი

•   ღონისძიებების, მასტერკლასების და ექსპედიციების ორგანიზება – 450 000 ლარი

•   საინფორმაციო ბროშურებისა და სხვა მასალების მომზადება-ბეჭდვა – 150 000 ლარი

•   ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო სერვისების დაჯილდოება – 200 000 ლარი

•   ფოტომომსახურებები – 300 000 ლარი

•   სტატისტიკური კვლევები და საერთაშორისო დაჯავშნების პლატფორმაზე მონაცემთა შეგროვება – 60 000 ლარი

აღნიშნული ღონისძიებები დაგეგმილია მიმდინარე წლის განმავლობაში, იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics