|
2025-01-06 14:00:10, 488 ნახვა
ეკონომიკა
გერმანია ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტებს დაფინანსებას აჩერებს
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო საქართველოსთვის 237 მლნ ევროს დახმარების შეჩერების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს თანახმად, დაფინანსების შეჩერების მთავარი მიზეზი ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებია, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. მეტიც, როგორც განცხადებაშია აღნიშნული გერმანია ასევე აჩერებს ახალი ვალდებულებების აღებას საქართველოსთან და მომავალში სხვა პროექტების გადახედვასაც აპირებს. "გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ გადაწყვიტა, შეაჩეროს საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილი პროექტები. შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება. გერმანიის განვითარების პოლიტიკის დიდი ნაწილი საქართველოში მიზნად ისახავდა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების წინსვლას, რაც ასევე დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამას საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტოდ აღარ აგრძელებს. ამავდროულად სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი პროტესტის შეჩერების მცდელობისას. შედეგად გერმანიის განვითარების სამინისტრომ 3 დეკემბერს უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ დაიწყებს ახალ პროექტებზე მუშაობას საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში და პროექტების არსებული პორტფოლიო გადაიხედება. გადახედვის პირველი შედეგი იყო ზემოხსენებული პროექტების გაჩერება, რომელთა ჯამური ღირებულება 237 მლნ ევროს შეადგენს. მიმდინარე პროექტების გადახედვა უკვე მიმდინარეობს. თუმცა, უნდა გაგრძელდეს პროექტები, რომლებიც უფრო მეტად სარგებელს მოუტანს პროევროპულ მოსახლეობას და რომლებითაც არსებულ პირობებშიც კი შესაძლებელი იქნება ევროპასთან დაახლოების გაგრძელება. ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ გერმანიამ 2024 წლის ზაფხულშივე დაიწყო დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებების შეთავაზება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ეს მოიცავს იურიდიულ კონსულტაციებს, კიბერუსაფრთხოების ტრენინგს ან ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას", - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, 23 დეკემბერს გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა X-ზე დაწერა, რომ გერმანია საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების დაფინანსებას წყვეტდა.
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)