12:50 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-03 13:07:19, 526 ნახვა

ეკონომიკა
დეკემბერში ბოსტნე­ულ­სა და ბა­ღჩე­ულ­ზე ფა­სე­ბი 5.3%-ით გა­ი­ზარ­და - საქსტატი

დე­კემ­ბერ­ში, ნო­ემ­ბერ­თან შე­და­რე­ბით, ბოსტნე­ულ­სა და ბა­ღჩე­ულ­ზე ფა­სე­ბი 5.3%-ით გა­ი­ზარ­და, ხოლო ზეთ­ზე და ცხიმ­ზე 3%-ით. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა რძის, ყვე­ლი­სა და კვერ­ცხის ფა­სებს, მისი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დე­კემ­ბერ­ში, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, 2.4%-ითაა მო­მა­ტე­ბუ­ლი.

“2024 წლის დე­კემ­ბერ­ში, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, ინფლა­ცი­ის დო­ნემ სა­ქარ­თვე­ლო­ში 0.7 პრო­ცენ­ტი, ხოლო წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დო­ნემ 1.9 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბა­ზო ინფლა­ცი­ას, აღ­ნიშ­ნულ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში, გა­სუ­ლი წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 2.3 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, ხოლო თამ­ბა­ქოს გა­რე­შე წლი­უ­რი სა­ბა­ზო ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ასე­ვე, 2.3 პრო­ცენ­ტით გა­ნი­სა­ზღვრა.

ყო­ველ­თვი­უ­რი ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე:

სურ­სა­თი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 1.3 პრო­ცენ­ტით, რაც თვის ინფლა­ცი­ა­ზე 0.46 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ბოსტნე­უ­ლი და ბა­ღჩე­უ­ლი (5.3 პრო­ცენ­ტი), ზეთი და ცხი­მი (3.0 პრო­ცენ­ტი), რძე, ყვე­ლი და კვერ­ცხი (2.4 პრო­ცენ­ტი), ყავა, ჩაი და კა­კაო (1.0 პრო­ცენ­ტი), ხორ­ცი და ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი (0.6 პრო­ცენ­ტი), თევ­ზე­უ­ლი (0.5 პრო­ცენ­ტი). ამას­თან, ფა­სე­ბი შემ­ცირ­და შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ხილი და ყუ­რძე­ნი (-1.0 პრო­ცენ­ტი), მი­ნე­რა­ლუ­რი და წყა­როს წყა­ლი, უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბი (-0.5 პრო­ცენ­ტი);

ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია 1.4 პრო­ცენ­ტით, რაც თვის ინფლა­ცი­ა­ზე 0.14 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი, ძი­რი­თა­დად, გა­ი­ზარ­და სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ცი­ის, აპა­რა­ტუ­რის და მო­წყო­ბი­ლო­ბის (2.2 პრო­ცენ­ტი) ქვეჯ­გუფ­ზე;

ტრან­სპორ­ტი: მო­ცე­მულ პე­რი­ოდ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 0.5 პრო­ცენ­ტით. შე­სა­ბა­მი­სად, ჯგუ­ფის წვლილ­მა თვის ინფლა­ცი­ა­ში 0.06 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტი შე­ად­გი­ნა. ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე (1.2 პრო­ცენ­ტი), სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა­ზე (1.2 პრო­ცენ­ტი) და პი­რა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე (0.2 პრო­ცენ­ტი);

ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი შემ­ცირ­და 1.8 პრო­ცენ­ტით, რაც თვის ინფლა­ცი­ა­ზე -0.07 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია რო­გორც ფეხ­საც­მლის (-3.7 პრო­ცენ­ტი), ისე ტან­საც­მლის (-1.1 პრო­ცენ­ტი) ქვეჯ­გუ­ფებ­ზე“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics