22:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 14:02:57, 1492 ნახვა

სხვადასხვა
თურქეთის ჰათაის მცხოვრები მიწისძვრიდან 176 საათის შემდეგ გადაარჩინეს

სამხრეთ თურქეთში, ჰატაის პროვინციაში, მაშველებმა მიწისძვრიდან 176 საათის შემდეგ ქალის ნანგრევებიდან ამოყვანა მოახერხეს. გადარჩენის ოპერაცია შესაძლებელი გახდა მიუხედავად დაბალი ტემპერატურისა და შენობის ნანგრევების ქვეშ.

ქალაქ ანტაკიაში მცხოვრები სერაპ დონმეზი ჯაბრაილის კვარტალში ჩამონგრეული ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან გამოიყვანეს. გადარჩენილი ქალის დანახვაზე მაშველებმა სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავეს.

ქალი პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 34 179-ს მიაღწია,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის  შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics