12:39 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 16:49:02, 1774 ნახვა

სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022" მუხროვანში დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შემაჯამებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი მაჰმად ჰასანოვი და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი კაან ორბაი დაესწრნენ. 

სცენარის მიხედვით, აღმოჩენილ მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფის მართვის პუნქტზე სამივე ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების კომბინირებულმა ჯგუფებმა შეტევა განახორციელეს. საცეცხლე მხარდაჭერის ქვეშ მოხდა სამანევრო ელემენტების მიერ შეტევის განხორციელება, რის შედეგადაც განეიტრალდა მოწინააღმდეგის ძალები. 

ორკვირიანი წვრთნა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებასა და კოორდინირებულად მოქმედებას ისახავდა მიზნად. 

შემაჯამებელი სწავლების დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის და სწავლებაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამხედროებს სწავლების დასრულება ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics