03:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 19:57:45, 3621 ნახვა

Lifestyle
მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსახიობის გარდაცვალებაზე გამოცემა AFP, მსახიობის იურისტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

"ჟანი 6 სექტემბერს, პარიზში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის წავიდა მშვიდად",-ნათქვამია იურისტის განცხადებაში.

ბელმონდო 1933 წლის 9 აპრილს დაიბადა. მისი სადებიუტო როლი 1956 წლის ფილმ "ბოლო ამოსუნთქვაზე" გახლდათ. მსახიობი კომერციულ და არტჰაუსურ ლენტებში იღებდა მონაწილეობას და ჯამურად 100 კინოფილმში ითამაშა.

ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს ითვლის.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics