03:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 17:29:58, 3886 ნახვა

Lifestyle
მსახიობი შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC News იუწყება.
გარდაცვალების მიზეზი დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ასაკოვანი მსახიობი კობოს რამდენიმე წლის მანძილზე ებრძოდა, მას აგრეთვე გულის დაავადება ჰქონდა.
შონ კონერი "პირველი ჯეიმს ბონდის" როლითაა ცნობილი. მსახიობმა აგენტ 007-ის ამპლუა 7 კინოლენტში მოირგო.
კონერი ისეთი პრემიების მფლობელი გახლავთ, როგორებიცაა "ოსკარი", "ოქროს გლობუსი", BAFTA. აგრეთვე მსახიობი მისმა უდიდებულკესობამ ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ რაინდის წოდებით შეამკო.
მსახიობის კარიერა 50 წლის მანძილზე გრძელდებოდა და 2003 წელს დამთავრდა, რის შემდეგაც ის მეუღლესთან ერთად ბაჰამის კუნძულებზე ცხოვრობდა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics