16:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-10 22:59:46, 8096 ნახვა

სხვადასხვა
TV პირველის ჟურნალისტს დისკრიმინაციის პრინციპის დარღვევა დაუდგინდა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის წამყვანმა ანა წერეთელმა, გადაცემაში, რომელშიც სტუმრად საქართველოს პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ჰყავდა, აივ დადებითი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების დისკრიმინაცია წაახალისა.

საუბარია გადაცემის იმ ნაწილზე, სადაც სტუმრის ფრაზას - „C ჰეპატიტით უამრავი დაავადებული ადამიანი ეზიარება, შიდსით დაავადებული ადამიანიც ეზიარება. რატომ არ გადადის ეს დაავადებები?“ ანა წერეთელმა დუმილით უპასუხა.

ანა წერეთლის წინააღმდეგ ქარტიას „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” და „თანასწორობის მოძრაობამ” მიმართეს. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ ჟურნალისტმა გადაცემაშივე არ უზრუნველყო აეხსნა მაყურებლისთის, რომ აივ ინფექცია და C ჰეპატიტი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამით კი ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას და სტიგმის გაძლიერებას აივ დადებითი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიმართ.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ანა წერეთელს, მეშვიდე, ანუ დისკრიმინაციის წახალისების პრონციპის გარდა, ასევე დაუდგინდა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპების დარღვევაც. ქარტიის საბჭომ საქმე დღეს, 10 მაისს განიხილა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics