14:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-22 11:20:05, 790 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკსა და ADB-ს შორის, ვაჭრობის დაფინანსების მხარდასაჭერად „დამადასტურებელი ბანკის“ შეთანხმება გაფორმდა

ბაზისბანკი აფართოებს მონაწილეობას აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამაში (TSCFP) და უერთდება დამადასტურებელი ბანკების გლობალურ ქსელს.

ბაზისბანკსა და ADB-ის შორის ხელი მოეწერა დამადასტურებელი ბანკის შეთანხმებას, რაც კიდევ უფრო ამყარებს ბაზისბანკის მზაობასა და მონდომებას, ხელი შეუწყოს ვაჭრობის დაფინანსების განვითარებასდა ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას საქართველოსა და რეგიონში.

ბაზისბანკისა და ADB-ის თანამშრომლობა 2016 წლიდან იღებს სათავეს და ამ პერიოდში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის, ვაჭრობის ხელშეწყობის და მდგრადი ობლიგაციების პროექტები. ახალი შეთანხმების ფარგლებში, ბაზისბანკი იმოქმედებს როგორც დამადასტურებელი ბანკი ADB-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამებში. აღნიშნული პარტნიორობა ადგილობრივ ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლონ გაუმჯობესებული ფინანსური გადაწყვეტილებებით და მეტი სანდოობითა და ეფექტიანობით ჩაერთონ საერთაშორისო ვაჭრობაში.

„ADB-სთან დამადასტურებელ ბანკად თანამშრომლობა ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი პარტნიორობა 2016 წელს დაიწყო და წლების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივად გარდაიქმნა. ახალი შეთანხმება აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ ბიზნესებს და ადასტურებს ერთგულებას ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისადმი საქართველოში.“ – განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

ADB-ის მხარდაჭერა შესაძლებლობას მისცემს ბაზისბანკს, ვაჭრობის დაფინანსების ახალი ინსტრუმენტების შეთავაზებით, ხელი შეუწყოს ექსპორტიორებისა და იმპორტიორებისთვის არსებული რისკების შემცირებას, საერთაშორისო გარიგებების გამარტივებას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics