2015-01-07 12:39:04, 613 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს უმასპინძლებს
შობის დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს „ყინულის დედოფალზე“ ეპატიჟება.
წარმოდგენას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი ბავშვებთან ერთად დაესწრებიან.
სპექტაკლის დაწყებამდე კი პრემიერი და მისი მეუღლე სტუმრებს თბილისის „ივენთ ჰოლში“ უმასპინძლებენ.
თოვლის ბაბუა, ნაძვის ხე, ფიფქების სამყარო, ზღაპრის გმირები და საჩუქრები - ბავშვებს „ივენთ ჰოლში“ ზღაპრული გარემო დახვდებათ. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორები და მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟები იზრუნებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან