|
2015-01-30 09:41:27, 415 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას დაარსებიდან 10 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას დაარსებიდან 10 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა იმ დიდი მისიის შესრულებაში, რომლის მიზანი მსოფლიოში სიღარიბის დაძლევა და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებაა. „მეორე კომპაქტის განხორციელების შედეგად, ახალგაზრდა თაობაში ჩადებული ინვესტიცია მოგვცემს შესაძლებლობას, შევასრულოთ ჩვენი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა,“–განაცხადა პრემიერმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 10 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მეორე კომპაქტის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე და როგორც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს უმნიშვნელოვანესი პროექტის წარმატებით განხორციელებას. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპაქტის ფარგლებში მოხდება რეგიონებსა და სოფლებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების გადამზადება და სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა. ეს ჩვენი რეგიონების განვითარებისათვის სერიოზული სტიმული იქნება და დადებითად აისახება ჩვენს მოქალაქეებზე, მათი ოჯახების კეთილდღეობაზე,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით, ექვსი თვის წინ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, რომელიც საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, სექტემბრიდან ამერიკულ და საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მზად არის დაეხმაროს საქართველოს არსებული გამოწვევების დაძლევაში, მათ შორის განათლების სისტემის განვითარების კუთხით. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაარსებიდან 10 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის ვიდეომილოცვები მოისმინეს. აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 2013 წელს საქართველოს მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი დაუმტკიცა. საქართველო მსოფლიოს ქვეყნების იმ მცირე ჩამონათვალშია, რომელმაც მეორედ მიიღო კომპაქტი, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში.
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)