2016-09-20 15:50:52, 4144 ნახვა
კულტურა
არტარეას საგამოფენო სივრცეს დღეს აუდიო-ვიდეო ინსტალაცია „ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია" დაიკავებს
დღეს, 20:00 საათზე, არტარეას საგამოფენო სივრცეს აუდიო-ვიდეო ინსტალაცია „ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია" დაიკავებს.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული კუბისტური ნამუშევრის, ფუტურისტი მხატვრის, ბენო გორდეზიანის"ცხრაწყაროს" შთაგონებით შექმნილი აუდიო-ვიდეო ინსტალაციის პრეზენტაცია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შემდეგ უკვე თბილისში, არტარეას სივრცეში შედგება.
ვიდეო - თათია სხირტლაძე; აუდიო - დიმა დადიანი; პროექტის ავტორი - თეონა ჯაფარიძე.
პროექტის მხარდამჭერები: თიბისი ბანკი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: დ. აბაშიძის ქ.10
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან