22:08 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 12:22:00, 1633 ნახვა

სამხედრო
სალექციო კურსი - „მე, საქართველოს მომავალი“ გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გრძელდება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) შემეცნებითი სალექციო კურსი - „მე, საქართველოს მომავალი“, რომელიც ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისთვის ხორციელდება. 

თავდაცვის უწყების ცნობით, კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა გივი თუმანიშვილმა და აპარატის უფროსის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ.

"მოხსენებები შეეხო გლობალურ და რეგიონულ საფრთხეებს და გამოწვევებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საქართველოს უსაფრთხოებაზე. ასევე, საქართველოსა და ნატოს წევრი ქვეყნების მაგალითზე, განიხილეს კრიზისულ სიტუაციებში შიდა გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები.

სალექციო კურსი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხებზე საბაზისო ცოდნას მიიღებენ.

მსმენელებს ლექციებს თავდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოწვეული მომხსენებლები ჩაუტარებენ. შემეცნებითი კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics