|
2022-10-05 13:14:35, 2690 ნახვა
Lifestyle
„შვილის დახრჩობა სცადა“ - ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ფიზიკურ და ემოციურ ძალადობაში ადანაშაულებს
მსახიობი ანჯელინა ჯოლი აცხადებს, რომ მისი ყოფილი ქმარი, მსახიობი ბრედ პიტი, მასზე და მათ შვილებზე ფიზიკურად და ემოციურად ძალადობდა. ამის შესახებ ნათქვამია სარჩელში, რომელიც ჯოლიმ 4 ოქტომბერს ლოს-ანჯელესის სასამართლოში შეიტანა. დოკუმენტებში ჯოლი დეტალურად აღწერს ჩხუბს, რომელიც სავარაუდოდ მოხდა 2016 წლის სექტემბერში, განქორწინებამდე, როდესაც ის პიტთან და მათ ექვს შვილთან ერთად კერძო თვითმფრინავით საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესში გაფრინდა. ჩხუბის დროს, ჯოლის თქმით, პიტმა მათი ერთ-ერთი შვილის დახრჩობა სცადა და მეორეს სახეში დაარტყა. ჩხუბი, ჯოლის თქმით, ჯერ კიდევ დაიწყო, სანამ ოჯახი აეროპორტში მივიდოდა. პიტს კონფლიქტი მოუვიდა ერთ-ერთ შვილთან და როდესაც ჯოლიმ სცადა გაეგო რა მოხდა, ქმარმა ის ბავშვების მიმართ „ზედმეტად პატივისცემაში“ დაადანაშაულა. თვითმფრინავის ბორტზე, მსახიობის თქმით, აბაზანაში შეტაკება მოხდა. როგორც ჯოლის სარჩელში ვკითხულობთ, ამის შემდეგ პიტმა მუშტით დაარტყა თვითმფრინავის ჭერს და ჯოლიმ აბაზანა დატოვა. მსახიობი ირწმუნება, რომ პიტი მივარდა მათ ერთ-ერთ შვილთან, რომელიც დედის დასაცავად მოვიდა. მსახიობის მიერ შეტანილი საბუთების თანახმად, მან უკნიდან აიტაცა ქმრის შესაჩერებლად, რომელიც ზურგით დაეჯახა სავარძლებს, რის გამოც ჯოლიმ ზურგი და იდაყვი დაიზიანა. როდესაც თვითმფრინავი დაეშვა, ჯოლიმ თქვა, რომ ის ბავშვებთან ერთად წავიდოდა სასტუმროში. ხუთი დღის შემდეგ ანჯელინა ჯოლიმ განქორწინება მოითხოვა.
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)