19:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 20:01:24, 741 ნახვა

სხვადასხვა
თბილისში ფორდის განახლებული ცენტრი გაიხსნა

თბილისში ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანიის, „ფორდის“ განახლებული სალონი გაიხსნა.
ცენტრი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან, „ფორდ ევროპის“ რეგიონალურ დირექტორ ფაბრიციო ფალტონისთან და თბილისში ცენტრის დირექტორ თემურ უსტიაშვილთან ერთად გახსნა. 

დავით ნარმანიას თქმით, ქალაქისა და ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის მხრიდან განხორციელებული საკმაოდ სოლიდური ოდენობის ინვესტიცია.

„გარდა ამისა, დამატებით შეიქმნება სამუშაო ადგილები. ამასთან, მომხმარებლები მიიღებენ იმ მომსახურებას, რომელზეც მოთხოვნა იყო. დედაქალაქში კიდევ უფრო ვითარდება სხვადასხვა სერვისის მიწოდება, ბიზნესი, ინდუსტრია, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას ადგილობრივი მეწარმეები და „ფორდის“ ევროპის 30 ქვეყნიდან ”ფორდის” წარმომადგენლობების ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics