22:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-23 16:08:31, 1424 ნახვა

სხვადასხვა
22-მდე ქართველი ამ დრომდე სუდანის დედაქალაქ ხარტუმში რჩება

22-მდე ქართველი ამ დრომდე სუდანის დედაქალაქ ხარტუმში რჩება.

ავიაკომპანია  „ჯეოსქაი“-ს ვიცე პრეზიდენტის შალვა კაპანაძის ინფორმაციით ისინი ჯანმრთელად არიან  და ყველა საჭიროებებით უზრუნველყოფილი.

კაპანაძე ასევე ამბობს, რომ  ამ დროისთვის ცეცხლი შეწყვეტილია და სროლის ხმები არ ისმის. რაც შეეხება ქართველების ევაკუაციას  „ჯეოსქაის“ ინფორმაციით  კომპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ოფიციალურ დადასტურებას ელოდება.

Myway Airlines-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სუდანის დედაქალაქ ხართუმიდან საქართველოს მოქალაქეების სახმელეთო გზით გაყვანა განიხილება. რატი ბაკურაძის თქმით, კომპანიაში ასევე არის ინფორმაცია, რომ მათი ორი თვითმფრინავიდან ერთ-ერთი აფეთქებულია, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება. 

ამერიკის შემდეგ სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ სწრაფი ევაკუაციის ოპერაცია დაიწყეს და ქვეყნის დატოვებაში ევროპისა და მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმარებიან. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სუდანში უკვე 1 კვირაა ჩარჩენილია საქართველოს 50-მდე მოქალაქე. არსებული ცნობებით, მათ საკვებისა და წყლის მარაგები აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედრებული დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics