2020-04-18 10:31:23, 5802 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში თერთმეტ პაციენტს, მათ შორის სასულიერო პირს, აქვს გართულებული პნევმონია
ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 პაციენტს აქვს გართულებული პნევმონია, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ 11 პაციენტიდან ერთი სასულიერო პირია.
„ახალი შემთხვევები ჩვენთან არ ყოფილა. დღეს კვლევაში დამატებით 7 პაციენტი ჩაერთო. აღებულია ბიოლოგიური მასალა.
11 პაციენტი არის გართულებული პნევმონიით, მათი მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა არის მართვადი და გრძელდება მონიტორინგი და მკურნალობა.
ამ 11 პაციენტში არის ერთი სასულიერო პირი“, - განაცხადა მეგი კობახიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან